გურძემის საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებათა კონვენციის ხელმოწერის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
25-11-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის, გურძემის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლის კახა ჯგერანაიას და სკოლის დირექციის ხელმძღვანელობით, ბავშვთა უფლებათა კონვენციის ხელმოწერის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაში ამავე სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მონაწილეებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებათა კონვენციის საერთაშორისო იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის შესახებ. (1989 წლის 20-ნომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო ბავშვთა უფლებათა კონვენცია, ხოლო საქართველო 1994 წლის 21 აპრილს შეუერთდა).

„აღნიშნული კონვენცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვთა უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში. ღონისძიების დასასრულს ნაჩვენები იყო სლაიდ-შოუ, ფილმები ბავშვთა უფლებათა კონვენციის შესახებ. ღონისძიებამ უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა, როგორც მოსწავლეებში ისე მასწავლებლებში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203