შავშვების საჯარო სკოლა ქაღალდის ნარჩენების შეგროვების კონკურსში მონაწილეობდა
25-11-2019
გორის მუნიციპალიტეტის, შავშვების სკოლა პროგრამაში - „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ მონაწილეობდა.
პროგრამა ,,USAID WMTR II-მ“ ქაღალდების ნარჩენების სეპარირებული შეგროვების კონკურსი კახეთის, აჭარის, შიდა ქართლისა და თბილისის სკოლებისთვის მეორედ გამოაცხადა.
ამ პროექტში შავშვების საჯარო სკოლის 5 მოსწავლე ჩაერთო. მათ ერთი თვის განმავლობაში თავიანთ თემში ქაღალდის ნარჩენები შეაგროვეს და ამით ქვეყანაში ნარჩენების სეპარაციის პრაქტიკის დანერგვას ხელი შეუწყვეს.
ქაღალდების შეგროვების კონკურის დასრულების შემდეგ 7 გუნდმა , რომლებმაც ყველაზე მეტი ქაღალდის ნარჩენი შეაგროვეს, ეკობანაკში საგზური მიიღეს.
პროგრამაში მონაწილე თითოეულ გუნდს „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ბარათები გადასცეს. ბიბლუსის სასაჩუქრე პაკეტები შავშვების საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც გადაეცათ.