სავანეთის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი - „მშვიდობიანი გარემოს მშენებლობა“ განხორციელდა
25-11-2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი თემაზე - „მშვიდობიანი გარემოს მშენებლობა“ განხორციელდა.

პროექტის ინიციატორი იყი X კლასი.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში  განხორციელდა მრავალფეროვანი აქტივობები, რომელიც ემსახურებოდა ადამიანის უფლებების დაცვას,  მოსწავლისათვის არჩევანის უფლების მინიჭებას, მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებას, მოსწავლის აზრის გათვალისწინებას, მასწავლებლის მიერ ჰუმანურ დამოკიდებულებას, კლასში კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამკვიდრებას  და ა. შ.

პროექტი დაფინანსდა PH International-ის მიერ. სკოლამ შეიძინა  საკანცელარიო ნივთები: ფლივჩარტები,  ფერადი, თაბახის, წებოვანი ფურცლები.

პროექტში მონაწილე მოსწავლეებს და მასწავლებელს პროექტის განხორციელებისთვის სიგელები გადაეცათ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203