წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გიორგობასთან​ დაკავშირებით წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში კლასის საათი ჩაატარეს
25-11-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექციის ინიციატივით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, რომლებმაც იაკობ გოგებაშვილის იუბილესადმი მიძღვნილ მხატვრული კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს და II კლასის (ხელ-ლი მარინა ბენიძე) მოსწავლეებმა წყალტუბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში  გასვლითი კლასის საათი ჩაატარეს. 

სკოლის დირექციამ და მოსწავლეებმა გასვლითი კლასის საათი გიორგობის დღესასწაულს მიუძღვნეს.

„მოსწავლეებმა დამსწრეთ გააცნეს წმიდა გიორგის ბიოგრაფია, წამებანი, წაიკითხეს ხალხური ლექსები, მეუფე თადეოზის (იორამაშვილი), ზვიად გამსახურდიას გამონათქვამები გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით. ტაძრის მოძღვარმა მამა მათემ (ფხაკაძე) მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს გადაუხადა საჯანმრთელო პარაკლისი. სკოლამ ტაძარს საჩუქრად გადასცა მოსწავლეების ხელნაკეთი, თექისგან დამზადებული ჯვარი“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203