ქვედა გორას საჯარო სკოლის ეკოჯგუფის წევრებმა დიხაშხოს გოგირდის აუზზე ლაშქრობა მოაწყეს
25-11-2019
ვანის მუნიციპალიტეტის, ქვედა გორას საჯარო სკოლის ეკოჯგუფმა დიხაშხოს გოგირდის აუზზე ლაშქრობა მოაწყო. 

აქტივობა ჯანსაღი ცხოვრების წესისა და წყლის მდგრადი მართვის მიზნებს მიეძღვნა.

სკოლის ინფორმაციით, მიუხედავად დიდი მანძილისა, მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს, გზად მდინარე ფერეთა და კვინწყალი გაიარეს და ჭალებში მონავარდე ცხენების რემაც ნახეს.

აუზზე ეკოჯგუფის წევრებმა გეიზერის წარმომავლობაზე, მის შედგენილობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მიუხედავად სუნისა, თბილი წყლის გეიზერმა ყველა მოხიბლა. ეკოჯგუფის წევრებმა ნიმუშისათვის წყალი წამოიღეს.  

აქტივობა მდგრადი განვითარების მე-3 და მე-6  მიზანს ემსახურებოდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203