ნუკრიანის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანის ასოებს მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით გაეცნენ
25-11-2019
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ნუკრიანის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანის ასოებს მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით გაეცნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველ კლასში ანბანის პირველი ასოების გადაცემის ღონისძიება ჩატარდა.

მასწავლებელმა, მ. ჯალიაშვილმა, მინი ლექცია ჩაატარა და მოსწავლეებს ანბანზე, იაკობ გოგებაშვილსა და საქართველოზე ესაუბრა.

მასწავლებელმა „ჯიპრაიდის“ ილუსტრირებული წიგნი - „ანა და ალუბალი“ გამოიყენა. ბავშვებს დიდ ფორმატზე  „ი“ და „ა“ ასოები აჩვენა,  მოაფიქრებინა სიტყვები, რომლებიც იწყებოდა ამ ასოებზე. სახელმძღვანელოში ტექსტი ,,ია“ წააკითხა და ჯგუფური სამუშაო ჩაატარა . ბავშვებმა „ი“ და „ა“ ასოები გააფერადეს.

ბავშვებმა „ი-სა“ და „ა-ს“ მოხაზულობით საჰაერო ბუშტებს ფურცლები და  კლასში გაუშვეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203