„გაკვეთილზე მოსწავლე ბედნიერი უნდა იყოს“ - ორღულის საჯარო სკოლაში მოსწავლეების მოტივაციის გასაზრდელად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ
25-11-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის, ორღულის საჯარო სკოლაში მოსწავლეების მოტივაციის გასაზრდელად და სწავლა-სწავლებისას უკეთესი შედეგის მისაღწევად სხვადასხვა ხერხსა და საშუალებას მიმართავენ.

პედაგოგები სასწავლო პროცესის დროს პოზიტიურ გარემოს ქმნიან და მოსწავლეებს სახალისო აქტივობებს სთავაზობენ. 

მასწავლებლები ბევრს მუშაობენ საკითხზე - „რაზე უნდა დავაფუძნოთ სწავლება“.

„იმისათვის, რომ მოტივაცია გააჩნდეს მოსწავლეს, მას დადებითი ენერგია უნდა გადავცეთ, რაც პოზიტიური გარემოს შექმნასა და სახალისო აქტივობებში ჩართვასაც გულისხმობს. გაკვეთილზე მოსწავლე ბედნიერი უნდა იყოს და ახარებდეს მასწავლებლისგან ყოველი ახალი შეთავაზება; უნდა თვლიდეს თავს საჭიროდ და კლასის სრულფასოვან წევრად. ასევე, მნიშვნელოვანია მოსწავლეებში გუნდურობის უნარ-ჩვევების განვითარება: ერთი მიზნისაკენ ყველას შეთანხმებული და გააზრებული ნაბიჯების გადადგმა. რა თქმა უნდა, ყველაფერს ერთ გაკვეთილზე ვერ მივაღწევთ და ამისთვის დიდი და ხანგრძლივი შრომაა საჭირო“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203