ალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭიდაობის შეჯიბრებებში წარმატებას აღწევენ
25-11-2019
ხაშურის მუნიციპალიტეტის ალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭიდაობის შეჯიბრებებში წარმატებით ასპარეზობენ.

სკოლის წარმომადგენელი ამბობს, რომ ისინი მწვრთნელების დახმარებით დიდ წარმატებებს აღწევენ.

„სპორტი და კერძოდ, ჭიდაობა ალის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჯანსაღი წესის დამკვიდრების ერთ-ერთი საშუალებაა. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დიდი ხალისითა და შემართებით ეცნობიან და სწავლობენ ამ უძველეს საბრძოლო ხელოვნებას მწვრთნელების მალხაზ ნოზაძისა და ჯემალ გიგუაშვილის ხელმძღვანელობით და დიდ წარმატებასაც აღწევენ.

გიორგი ნოზაძე-საქართველოს პრიზიორი ქართულ ჭიდაობაში- 2019 წელი.

თამაზ გარსევანოვი-საქართველოს პრიზიორი ჭიდაობა სამბოში კადეტებს შორის- 2019 წელი.

გიორგი გელაშვილი -საქართველოს ღია პირველობის გამარჯვებული ქართულ ჭიდაობაში-2019წელი.

გიორგი ნოზაძე-რესპუბლიკური ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული ჭიდაობა ძიუდოში, სამბოსა და ქართულ ჭიდაობაში. საქართველოს ჩემპიონი ჭიდაობაში-2019 წელი. მონაწილეობას მიიღებს ევროპის 2019 წლის პირველობაზე ლატვიაში, ქალაქ რიგაში“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203