ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში ლიტერატურული კლუბი - „დედა ენა“ ფუნქციონირებს
25-11-2019
ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში ლიტერატურული კლუბი - „დედა ენა“, სლოგანით - „შეიცან თავი შენი“ ფუნქციონირებს.
ლიტერატურული კლუბის დამფუძნებელი გ. ლობჟანიძეა.
კლუბში V, VI, VII, VIII, IX, და X კლასის მოსწავლეები არიან გაერთიანებულები.
კლუბის მიზანი მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, მათი ლიტერატურული გემოვნების გაზრდა, ამა თუ იმ ნაწარმოებით მოსწავლეების დაინტერესება, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარება, წაკითხული ტექსტის აღქმა, გააზრება, მიღებული ინფორმაციის გამოყენება, აზრის თავისუფლად გამოთქმა, დაფიქსირება და საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირებაა.