ტაბახმელისა და დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კალათბურთში ამხანაგური შეხვედრა გამართეს
25-11-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის, ტაბახმელის საჯარო სკოლის მოსწავლეები კალათბურთში დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაუპირისპირდნენ.
ამხანაგური შეჯიბრი დიოკნისის საჯარო სკოლაში ჩატარდა.
სკოლის ინფორმაციით, შეჯიბრების მიზანი მიზანი კალათბურთის პოპულარიზაცია, ძლიერის გამოვლენა და საჭირო დროს რაიონული შეჯიბრებისათვის ერთიანი ნაკრები გუნდის შექმნა იყო.