ქუთაისის მე-12 სკოლის მოსწავლე მარიამ მამისეიშვილმა მასწავლებლის როლი წარმატებით მოირგო
01-06-2017

ქუთაისის მე-12 სკოლაში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, აქცია ''მოსწავლე მასწავლებელი'' გაიმართა. 

მე-11 კლასის მოსწალე მარიამ მამისეიშვილმა მე-10 კლასელებს ბიოლოგიის გაკვეთილი ჩაუტარა თემაზე - ''ენდოკრინული სისტემა, ხერხემლიანი ცხოველების შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, ჰორმონების მოქმედების მექანიზმი, ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი - სასიცოცხლო პროცესების მთავარი რეგულატორები''.

მარიამმა გაკვეთილი პროფესიული ორიენტაციისა და კერიერული დაგეგმვის პედაგოგის მაია ჩეჩელაშვილის, დამრიგებლის დარეჯან კუჭუხიძისა და სკოლის დირექციის წარმომადგენლის ლუიზა კობახიძის ხელშეწყობით ჩაატარა.

''გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა. მარიამმა ეფექტურად მოირგო მასწავლებლის როლი. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სწავლა-სწავლების პროცესში'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...