
ქარელის მუნიციპალიტეტის მოხისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა დიმიტრი ნასყიდაშვილმა ტაშკენტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა, მეტოქეები დაამარცხა, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა სამბოში (ჭიდაობა).
„სპორტის მასწავლებლების, პაატა გოგატიშვილისა და ხარება ელიაშვილის ინიციატივით ფალავანი სკოლაში მოვიწვიეთ. შეხვედრა თბილ და სასიამოვნო გარემოში მიმდინარეობდა.
დიმიტრი მოსწავლეებს ესაუბრა განათლებისა და სპორტის დიდ მნიშვნელობაზე, გაგვაცნო უახლოესი გეგმები. მას მალე მოუწევს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება, შეგვპირდა, რომ ყველა ღონეს იხმარს, რათა გაიმარჯვოს და ასახელოს სამშობლო“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტო