ყელქცეულის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო კახნიაშვილმა მენტორის სტატუსი მოიპოვა
25-11-2019
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის ყელქცეულის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნინო კახნიაშვილმა, მენტორის სტატუსი მოიპოვა.
„ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელს, ნინო კახნიაშვილს, ვულოცავთ მენტორის სტატუსის მინიჭებას და ვუსურვებთ შემდგომ კარიერულ წინსვლას“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.