ფცის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭრა-კერვის კურსს წარმატებით გადიან
25-11-2019

ქარელის მუნიციპალიტეტის ფცის საჯარო სკოლა კოლეჯ „განთიადთან“ თანამშრომლობს. მოსწავლეები, პროფესიული უნარების განვითარების მიზნით, ჭრა-კერვის კურსს გადიან. კურსის ხელმძღვანელი რუსუდან კობერიძეა, თანამასწავლებელი კი - ლელა კვენიაშვილი.

„წელს განსაკუთრებული სიახლეა კოლეჯ „განთიადთან“ თანამშრომლობა. VIII-IX კლასის მოსწავლეებისთვის  8 ოქტომბრიდან მიმდინარეობს პროფესიული უნარების განვითარების კურსი სამკერვალო წარმოებაში. მოსწავლეები ხალისით ეუფლებიან  ჭრა-კერვის სწავლებას მასწავლებლის რუსუდან კობერიძის (კოლეჯის კურსდამთავრებული) და თანამასწავლებლის ლელა კვენიაშვილის  დახმარებით.  ჭრა-კერვის  შესწავლის მსურველთა რაოდენობა ყოველ დღე იზრდება. გაკვეთილისთვის განკუთვნილი 2 საათი უცბად გადის.  მოსწავლეებს უნდათ, რომ კურსი კიდევ დიდხანს გაგრძელდეს“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203