ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი მეგრელიძე სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში გადავიდა
22-11-2019
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე, გიორგი მეგრელიძე, სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში გადავიდა.

სკოლის ინფორმაციით, მეგრელიძე „იმ ათას მოსწავლეს შორის უპირველესია, ვინც განსაკუთრებით მაღალი შედეგი აჩვენა ყველა საგანში“

ინგლისურ ენაში გიორგიმ 40-დან -  40 ქულა, ფიზიკაში - 25-დან 21 ქულა, მათემატიკაში - 20-დან 18 ქულა, ბიოლოგიაში 25-დან 17 ქულა აიღო.

სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეს წარმატებას ულოცავს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203