
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა. შიდასასკოლო ტურში 5-კაციან გუნდებად დაკომპლექტებულმა მოსწავლეებმა 15 კითხვას უპასუხეს.
გუნდები სამ ასაკობრივ კატეგორიებად იყვნენ დაყოფილნი. ინტელექტუალურ თამაშში: მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. რიგით მე-8 შეკითხვა იყო კაპიტნის ტური, სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე დარჩა სათამაშო მაგიდასთან.
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. რომელთა თემატიკა ზოგადი იყო.
იხილეთ ფოტოები