„სიკეთე გადამდებია“ - ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი განხორციელდა
22-11-2019
თელავის მუნიციპალიტეტის, ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი განხორციელდა.

„სიკეთე გადამდებია“ - ამ სლოგანით ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა დაბალი სოციალური ფენის ბავშვებისთვის ტანსაცმელი შეაგროვეს.

„მოსწავლეებს სჯერათ, რომ ისინი სიკეთის დიდი ჯაჭვის მცირე, მაგრამ  აუცილებელი რგოლები არიან და მსგავსი წამოწყებები თანატოლებისათვის სამაგალითო იქნება, რათა ამ ჯაჭვის უსასრულობას დაუდონ დასაბამი. სამყაროს ხომ ჩუმი სიკეთე მართავს.

„სიკეთე ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია, რომლის გარეშეც ჩვენს არსებობას ფასი ეკარგება. სიკეთის მარცვალი თითოეულ ადამიანშია, მთავარი მისი გაღვივებაა და ეს მხოლოდ ადამიანებზეა დამოკიდებული. რამხელა ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია შენი ქმედებით სხვისი ცხოვრება, თუნდაც სულ მცირედით, უკეთესი გახადო. ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს მიზეზი კეთილი საქმის კეთებისთვის. ზოგჯერ ერთ თბილ სიტყვასაც ძალუძს სხვისი ცხოვრების შეცვლა უკეთესობისაკენ. ჩვენ მიერ ჩადენილმა ერთმა კეთილმა საქმემ შეიძლება უსაზღვრო სიხარულით აგვავსოს, რამე თუ სიკეთე არასოდეს იკარგება უკვალოდ“, - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ტექსტში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203