შემოქმედის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „შემოდგომამ კალთები აიკეცა“ გაიმართა
22-11-2019
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოქმედის საჯარო სკოლაში მეორე კლასელების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მეორე კლასის მოსწავლეებმა ნინო დუმბაძის ხელმძღანელობით გამართეს ღონისძიება - „შემოდგომამ კალთები აიკეცა".
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.