წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიწამურში ილია ჭავჭავაძის მემორიალი მოინახულეს
22-11-2019
მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიწამურში, ცნობილი ქართველი მწერლის, ილია ჭავჭავაძის, მკვლელობის ადგილს ესტუმრნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ილიას მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ერის წინამძღოლის ხსოვნას ამით პატივი მიაგეს.

8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 182 წელი შესრულდა. მოსწავლეები წიწამურში სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203