პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლიდან ამაგდარი პედაგოგები გააცილეს
22-11-2019

გორის მუნიციპალიტეტის პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში ძალიან ლამაზი, მაგრამ სევდანარევი დღე იყო:

სკოლის დირექციისა და პედაგოგიური კოლექტივის ინიციატივით, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა ღვაწლმოსილი და სასიქადულო, ყველასათვის საყვარელი მასწავლებლების:  ზურაბ ეჯოშვილის, ნუნუ ბაქრაძისა და ნაზი კურტანიძის სკოლიდან გაცილების ლამაზი ღონისძიება.

ბავშვებმა ამაგდარ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს მოღვაწეობისთვის და არც სხვა პედაგოგებს დაუშურებიათ თბილი სიტყვები.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203