
მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლაში გალაკტიონისადმი მიძღვნილი საღამო „პოეზია უპირველეს ყოვლისა...“ ჩატარდა.
ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - ლიკა დანელიდ და ელგა კურასპეტიანი ხელმძღვანელობდნენ და მასში V-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„მოსწავლეებმა წაიკითხეს გალაკტიონის ულამაზესი ლექსები, გაიხსენეს მისი ცხოვრების ეპიზოდები. ღონისძიება ძალიან ეფექტური და საინტერესო იყო“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები