აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამაში-„ვიცნობდეთ ქვეყნის გმირებს“ მონაწილეობდნენ
22-11-2019
ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროგრამაში-„ვიცნობდეთ ქვეყნის გმირებს“ მიიღეს მონაწილეობა.

მოსწავლეებმა პროგრამის ფარგლებში, თანამედროვე ქართველ გმირებზე ინფორმაცია მოიძიეს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შეხვდნენ, საინტერესო ისტორიები ჩაიწერეს და გმირების წარმოსაჩენად პრეზენტაციები მოაწყეს.

პროექტის ბოლოს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, გამოიცა კრებული „ვიცნობდეთ ქვეყნის გმირებს“, რომელშიც სკოლის მოსწავლეები გმირების შესახებ ისტორიებს გვიყვებიან.

პროგრამა „ვიცნობდეთ ქვეყნის გმირებს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ განახორციელა. პროგრამა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებული გმირების წარმოჩენას და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203