ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
22-11-2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებელ თამარ კოჭლამაზაშვილთან ერთად, სოფელში მდებარე ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

მოსწავლეები დასუფთავების აქციაში მონდომებით ჩაერთვნენ.

მოსწავლეებმა პლაკატები დაამაგრეს ხეებზე, რითაც მოუწოდეს მოსახლეობას, სალოცავის ირგვლივ აღარ დაენაგვიანებინათ გარემო და გაფრთხილებოდნენ ბუნებას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203