ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
22-11-2019
დმანისის მუნიციპალიტეტის ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.
ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლის მოსწავლეებმა ფერადი შემოდგომა ზეიმით გააცილეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა არაერთი აქტივობა განახორციელეს, მათ შორის წარმოდგენილი იყო გამოფენა. მოსწავლეებს საკუთარი ნამუშევრები: ფრინველები და ცხოველები შემოდგომის ფერადი ფოთლებით შექმნეს.