შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ჩვენი მეთორმეტე შემოდგომა სკოლაში“ გაიმართა
22-11-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება „ჩვენი მეთორმეტე შემოდგომა სკოლაში“ გაიმართა.
მე-12 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში საშემოდგომო დეკორაციები მოაწყეს და სიტყვები წარმოთქვეს. მათ მასწავლებელი ნინო ზაქარიაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებამ ყველასთვის სასიამოვნოდ ჩაიარა.