ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
22-11-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა.
ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები მონაწილეობდნენ.
სკოლის ინფორმაციით, "ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, სამინისტროს წარმომადგენელი, მადონა ტაბატაძე, ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსი, ნევრესტან დიდმანიძე და ხელვაჩაურის რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი, თამარ ჩოხარაძე".