გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ვიქტორინის დამამთავრებელი ეტაპი შედგა
22-11-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში მოქმედ შემეცნებით-გასართობ კლუბ სმურფებშიინტელექტუალური ვიქტორინის რა? სად? როდის? მეორე და მესამე დამამთავრებელი ეტაპი შედგა.

„ინტელექტუალური თამაში მოიცავდა სამ ეტაპს, პირველი ეტაპის კითხვები მომზადდა საგნის ხელმძღვანელი პედაგოგებისაგან, თითოეულმა მათგანმა თავად გააჟღერა კითხვა მონაწილე გუნდის წინაშე, მეორე ეტაპში მონაწილე გუნდები დაკომპლექტდა კაპიტნების გადაწყვეტილებით ოთხი წარმატებული მოთამაშით, რაც შეეხება მესამე ტურს, მასში მონაწილეობას იღებდა გუნდის მხოლოდ ერთი  მოთამაშე, გამარჯვებული გუნდის წევრებს (კლუბში მოქმედი დებულების საფუძველზე) გადაეცათ სიგელები შესატყვისი კრედიტ ქულებით.

კლუბის წევრებისა და დამსწრე პედაგოგების განმარტებით, ვიქტორინის სამივე ეტაპმა ჩაიარა აქტიურად, საინტერესოდ და სახალისოდ.

კლუბის საორგანიზაციო კომიტეტი გეგმავს ანალოგიურ აქტივობას სასწავლო წლის მეორე სემესტრშიც.

შემეცნებით-გასართობ კლუბ „სმურფების“ ხელმძღვანელი პედაგოგი შორენა ჟღენტია“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203