ტურცხის საჯარო სკოლის მესამეკლასელებს მათემატიკაში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ
22-11-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტურცხის საჯარო სკოლის მე-3 კლასში მათემატიკაში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მთელი გაკვეთილის მსვლელობისას განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინეს.

„პედაგოგი ნარინე არაქელიანი ბავშვებისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩევა და ეს გარემოება ხელს უწყობს მოსწავლეთა გახსნილობასა და გაკვეთილის პროცესში აქტიურად ჩართულობას. მადლობა ნარინე მასწავლებელს ასეთი შედეგისთვის“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203