ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
22-11-2019
აბაშის მუნიციპალიტეტის ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.
„ნაესაკოვოს საჯარო სკოლასთან შერწყმული გამოღმა კოდორის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, ლექსები, ამოავლეს ჩურჩხელები“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, მოსწავლეები ზეიმით კმაყოფილები დარჩნენ.