წეროვნის N3 საჯარო სკოლაში შემეცნებით-გასართობი ღონისძიება ჩატარდა
22-11-2019

მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ინგა ხალიბეგაშვილმა პირველ კლასში ჩაატარა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება თემაზე: „შემოიჭრა შემოდგომა, თვალი მოგვჭრა ფერებით“. 

„ეს იყო ლამაზი, შინაარსიანი და დადებითი ემოციებით დატვირთული დღე. ღონისძიება წარიმართა მრავალფეროვანი, სახალისო და საინტერესო აქტივობებით, რომელშიც პირველკლასელები დიდი ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულები.

ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში შემოქმედებითი, ესთეტიკური, ლოგიკური აზროვნების, კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და   თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების განვითარებას.

დასასრულს, ყველა მონაწილეს აქტიური მონაწილეობისათვის „ქების სიგელი“ გადაეცა“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203