ნუკრიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანაკლასელ ნინო ნადირაშვილის ნახატების გამოფენა მოაწყეს
22-11-2019
ნუკრიანის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება მოამზადეს და თანაკლასელის, ნინო ნადირაშვილის, ნახატების გამოფენა მოაწყეს.

„საგამოფენო დარბაზს წარმოადგენდა სკოლის ეზო, სადაც ისმოდა სასიამოვნო მუსიკა, ხეებს შორის გაჭიმულ ძაფებზე დამაგრებული იყო ნახატები“, - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მოსწავლეებმა დამთვალიერებლებს გამოჩენილი მხატვრების ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს.

ასევე, ჩატარდა კონკურსი - „ვინ მეტი იცის მხატვრებსა და მხატვრობაზე“.

გამარჯვებულს - მე-9 კლასის მოსწავლე ბექა ბახტურიძეს პრიზად ნინო ნადირაშვილის ნახატი გადაეცა.

გამოფენას სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები სტუმრობდნენ.

მათ შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერები გააკეთეს.

გამოფენის ორგანიზატორები, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები, სტუმრებს  ბატიბუტით, წვენებითა და ნამცხვრით გაუმასპინძლდნენ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203