აღვის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება - „ბარაქიანი შემოდგომა“ ჩატარდა
22-11-2019
ცაგერის მუნიციპალიტეტის აღვის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება „ბარაქიანი შემოდგომა“ ჩატარდა.
„მოსწავლეებმა შემოდგომა ლექსებით, მხიარული სკეჩებით, სიმღერებითა და ცეკვებით ხალისით გააცილეს. ღონისძიებას სკოლის პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ, რომლებიც კმაყოფილნი დარჩნენ“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიება პედაგოგების, მაკა დავითულიანისა და ზეინებ ჩაკვეტაძის, ხელმძღვანელობით შედგა.