„ჩემი მხარის ისტორია“ - ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონფერენციაზე თემა ინგლისურად წარადგინეს
22-11-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები კონფერენციაში მონაწილეობდნენ.

კონფერენციის თემა იყო - „ჩემი მხარის ისტორია“.

კონფერენცია ინგლისურ ენაზე წარადგინეს სკოლის მოსწავლეებმა მარი გვრიტიშვილმა და ანასტასია ნებაძემ. მათ პედაგოგი ეკატერინე ბალახაძე ხელმძღვანელობდა.

„აღნიშნული კონფერენცია მიზნად ისახავდა ზოგადი განათლების დონეზე ინგლისური ენის პროგრამის/სწავლების გაუმჯობესებას სკოლის მოსწავლეებისათვის. სწორედ ასეთი სახის ღონისძიებები , პროექტები და კონფერენციების ჩატარება მიგვიყვანს მიზნამდე. 

მადლობა ქალბატონო ხათუნა ასეთი ღონისძიებების ორგანიზებისათვის. წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მონაწილეს ქვეყნის და ერის საკეთილდღეოდ“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203