უჩხოს საჯარო სკოლაში რუსულ ენაში საწრეო მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს
22-11-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის უჩხოს საჯარო სკოლაში თემაზე - „არსებითი სახელი“ რუსულ ენაში საწრეო მუშაობა ჩატარდა.
„2019 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდა რიგით მესამე საწრეო მუშაობა რუსულ ენაში თემით: „არსებითი სახელი“, მუშაობა სქესის დაბოლოებებზე. ბავშვებმა ტექსტში მოძებნეს არსებითი სახელები და ჩასვეს სწორ ფორმებში სქესის მიხედვით“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.