ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე მღებრიშვილი ინგლისურენოვან კონფერენციაში მონაწილეობდა
22-11-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N2 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე, სალომე მღებრიშვილი, ინგლისური ენის მასწავლებლის, მანანა იაძის, ხელმძღვანელობითა და სკოლის დირექტორის, გვანცა გოგოლაძის, ხელშეწყობით ინგლისურენოვან კონფერენციაში მონაწილეობდა.

კონფერენცია თემაზე -„ჩემი მხარის ისტორია“ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მშვიდობის კორპუსის მხარდაჭერის პროგრამის მოხალისესთან და პარტნიორი სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლებთან ერთად პროგრამის ფარგლებში „ახალციხის ციხის“ საკონფერენციო დარბაზში(ციტადელზე) ჩაატარა.

კონფერენციაში ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას კონფერენციის მონაწილე სკოლის ადმინისტრაციები, ინგლისური ენის მასწავლებლები, მშობლები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის და „ახალციხის ციხის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ინიცირებული ღონისძიება ზოგადი განათლების დონეზე სკოლის მოსწავლეებისათვის ინგლისური ენის პროგრამის/სწავლების გაუმჯობესებას და მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203