ქვედა გორას საჯარო სკოლის ეკოჯგუფმა ტაბაყუროს ტბა დალაშქრა
22-11-2019
ვანის მუნიციპალიტეტის ქვედა გორას საჯარო სკოლის ეკოჯგუფმა ვანში არსებული ყველაზე დიდი ზომის ტბა ტაბაყურო დალაშქრა.

„ტბა 2 ჰექტარზეა გადაშლილი შავი ტყის დასავლეთით. მას მეთევზეებიც კი სტუმრობენ. ლამაზია თავისებურად წელიწადის ნებისმიერ დროს. სასარგებლო ნიადაგი გასაყიდადაც კი გაჰქონდათ. ტბას პატარა არხი აქვს და გამდინარეა. არხის ტერიტორიაზე წყალში ხელოვნური ნარჩენები შეიმჩნეოდა და დასუფთავებისათვის მიუდგომელი იყო, ხოლო ნაპირზე ნარჩენები არ შეგვინიშნავს. ლაშქრობაში მონაწილეობა მიიღო ინკლუზიურმა მოსწავლემ“- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, აქტივობა მდგრადი განვითარების 6,15 და 16 მიზნებს ემსახურებოდა.

„ქვედა გორაში ყველა ბავშვს სმენია ლეგენდა ხარების ანგელოზზე...

დღესასწაულზე ოჯახის დიასახლისი დიდი სიხარულით შესდგომოდა ხელსაქმეს და ზედ დამღეროდა. ეზოში  პატარა შვილი თამაშში გართულიყო. ანგელოზი მისულა სტუმრად და უკითხავს: რა დღეა დღესო?

-ხარება, ხარხარება ჩემი ოჯახის გახარებაო..  მიუგო ქალმა.

მაშინ ანგელოზს მეუღლე უკითხავს და ისიც ყანაში სამუშაოდ ყოფილა წასული...

იმწამსვე ის ადგილი სადაც ეს ოჯახი ცხოვრობდა წყალს დაუფარავს“,- ყვება სკოლის წარმომადგენელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203