იდლიანის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები ტარდება
22-11-2019
მესტიის მუნიციპალიტეტის იდლიანის საჯარო სკოლა საინტერესო ღონისძიებებს აქტიურად ატარებს.
„2019-20 სასწავლო წლის დასაწყისიდან ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები: შემოდგომის ფესტივალი, „ჰელოუინი“, გალაკტიონობა. ასევე პერიოდულად კარგი ამინდის შემთხვევაში ბუნებაში ტარდება სხვადასხვა საგნის გაკვეთილები (ქართული, ხელოვნება, ბუნებისმეტყველება)“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, მოსწავლეები ღონისძიებებში დიდი სიხარულით ერთვებიან.