წინსვლის საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაში პროექტით სწავლების მეთოდის გამოყენებით გაკვეთილი ჩატარდა
22-11-2019

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წინსვლის საჯარო სკოლის მე-4 კლასში ინგლისურ ენაში პროექტით სწავლების მეთოდით გაკვეთილი ჩატარდა.

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ. ისინი მუშაობდნენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

გაკვეთილს პედაგოგი გიული მჟავანაძე ხელმძღვანელობდა.

პროექტით სწავლება საინტერესო მეთოდია, სადაც მოსწავლე თვითონ არკვევს, რა არის პრობლემა, რაში მდგომარეობს, ეძიებს მისი გადაწყვეტის გზებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლე მთელი ამ პროცესის განმავლობაში აქტიური, კომუნიკაბელურია, იკვლევს და ეძებს სხვადასხვა ინფორმაციას და ამ უკვე ახალი ცოდნით  ადვილად ახერხებს დასახული მიზნის მიღწევას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203