ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში წრე - „ვისწავლოთ მათემატიკა“ ფუნქციონირებს
22-11-2019
ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში საწრეო მუშაობა სახელწოდებით - „ვისწავლოთ მათემატიკა“ დაიწყო.
წრის ხელმძღვანელი ნანა შუბითიძეა.
საწრეო მუშაობის მიზნობრივი ჯგუფები VIII, IX, X კლასის მოსწავლეები არიან. საწრეო მუშაობა 1 სემესტრის განმავლობაში, კვირაში ერთხელ, ხუთშაბათ დღეს 1 სთ-ის ხანგრძლივობით ტარდება.
მუშაობის მიზანი განვლილი მასალის გამეორება, ესგ-ის მოთხოვნების მიხედვით, ცოდნის განმტკიცება, მოსწავლეებში პოზიტიური განწყობის შექმნა, მათემატიკის სწავლის მოტივაციის ამაღლება, მოსწავლეთა დამოუკიდებლად მუშაობის უნარის ჩამოყალიბება, ყურადღების, აზროვნებისა და აღქმის უნარების განმტკიცებაა.
სკოლის ინფორმაციით, საწრეო მუშაობაში „მოსწავლეები მთელი მონდომებითა და გულისყურით არიან ჩაბმულები და ცდილობენ მათი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენებას“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს