ლემშვენიერას საჯარო სკოლაში პროექტი -„გამაფრთხილებელი ნიშნები და ჩვენ“ ხორციელდება
22-11-2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ლემშვენიერას საჯარო სკოლაში პროექტი - „გამაფრთხილებელი ნიშნები და ჩვენ“ ხორციელდება.
პროექტი ფარგლებში მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს.
„საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბება და განვითარება სკოლიდან იწყება. მნიშვნელოვანია ბავშვობაშივე ვასწავლოთ გამაფრთხილებელი და ამკრძალავი ნიშნები, ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებთან მოქცევის წესები. ამ მიზნით, ლემშვენიერას საჯარო სკოლა რამდენიმე მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა „გამაფრთხილებელი ნიშნები და ჩვენ“.
მოსწავლეებმა რამდენიმესაფეხურიანი დავალებები შეასრულეს. მოიძიეს ინფორმაცია, დაახარისხეს, მოამზადეს საპრეზენტაციო ფორმები, გააკრეს თვალსაჩინო ადგილას და განიხილეს. იმსჯელეს საკითხის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს