ხანდოს საჯარო სკოლაში მაძიებელმა პედაგოგებმა საშემოდგომო ღონისძიება ჩაატარეს
22-11-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხანდოს საჯარო სკოლაში შემოდგომის ზეიმი -ოქროსფერი შემოდგომა ჩატარდა.

ღონისძიება მშობლიური ენის მასწავლებლობის მაძიებლებმა ჩაატარეს.

„ეს იყო პირველი ღონისძიება ახალბედა მასწავლებლების პრაქტიკაში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ III-VII კლასის მოსწავლეები. მათ განასახიერეს ზღაპარი„წითელქუდა“, წარმოთქვეს  ლექსები,   შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.

ღონიძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლებიც.   

სკოლის დირექტორმა მასწავლებლობის მაძიებლებს  მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.   

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203