ჭახათის საჯარო სკოლაში თემაზე - რომანტიზმი და ქართველი რომანტიკოსები პრეზენტაციები ჩატარდა
22-11-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჭახათის საჯარო სკოლის მე-11 კლასში თემაზე - რომანტიზმი და ქართველი რომანტიკოსები პრეზენტაცია ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეებს პედაგოგი ირმა სურმანიძე ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, მოსწავლეები თემით ძალიან დაინტერესდნენ და პრეზენტაციებიც დიდი ენთუზიაზმით მოამზადეს და წარადგინეს.