ქუთაისის N12 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
22-11-2019

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები, საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის, პროექტ „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

სკოლის დირექცია მოსწავლეებს: ლიზი გრძელიშვილს, ლიზი გობეჯიშვილს, ანა გურულს, ქეთევან გენელიძეს, ანა ჯავახაძესა და ლუკა აბესაძეს ულოცავს მიღწეულ წარმატებას.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203