გორის N7 საჯარო სკოლაში თემაზე -„ტოლერანტობა რასიზმის წინააღმდეგ“ გაკვეთილები ჩატარდა
22-11-2019
14-15 ნოემბერს, გორის N7 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, მერი ბეჟუაშვილმა, ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში თემაზე -„ტოლერანტობა რასიზმის წინააღმდეგ“ გაკვეთილები ჩაატარა.
გაკვეთილები მეცხრე და მეათე კლასებში ჩატარდა. მათი მიზანი დისკრიმინაციის პრევენციის საქმეში ტოლერანტობის მნიშვნელობის გააზრება იყო.
„გაკვეთილებზე განხილული იქნა ტოლერანტობის დეკლარაცია, მოეწყო ფილმის „ჯეინ ელიოტის ექსპერიმენტის“ ჩვენება და გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა დაგეგმეს ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით პოსტერების შექმნა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს