ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალისტები გახდნენ
22-11-2019
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ნახევარფინალისტები გახდნენ.

ნახევარფინალისტები თანამშრომლობას და კონკურში ჩართვას  ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სთავაზობენ.

ნიკო კეცხოველის პრემიის სასკოლო კონკურსს CENN, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან ერთად ახორციელებს. კონკურსის წლევანდელი თემაა მდგრადი განვითარების მიზნები.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203