ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს რუსული ენის გაკვეთილი მრავალფუნქციური ტექნოლოგიებით აღჭურვილ ოთახში ჩაუტარდათ
22-11-2019
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის III3 კლასის მოსწავლეებს რუსული ენის გაკვეთილი მრავალფუნქციური ტექნოლოგიებით აღჭურვილ „ჯეო ოთახში“ ჩაუტარდათ.
სასწავლო პროცესს პედაგოგი თამარ გიგიბერიძე ხელმძღვანელობდა. მასწავლებელმა გაკვეთილზე მრავალფეროვანი აქტივობები გამოიყენა. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთნენ და იაქტიურეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ანბანს ხალისით სწავლობენ.