კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ დასუფთავების აქცია მოაწყო
22-11-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის, კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო და სასარგებლო აქტივობა ხორციელდება.

ამჯერად მოსწავლეთა თვითმმართველობამ დასუფთავების აქცია მოაწყო.

თვითმმართველობა მოსწავლეთა არჩევითი ორგანოა, რომელიც სკოლის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში  თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით ირჩევენ.

სკოლის თვითმმართველობის მიზანია თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა, მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203