ქვაბღის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი -„იზრუნე გარემოზე“ განხორციელდა
22-11-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვაბღის საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა ნატო თალაკვაძემ სოციალური პროექტი - იზრუნე გარემოზეგანახორციელა.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიეს ინფორმაცია გარემოს დაცვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებზე, აგრეთვე კამპანიაზე „დარგე ხე“.

მოძიებული ინფორმაცია მოსწავლეებმა დაამუშავეს, დაახარისხეს და შექმნეს პლაკატები, სადაც მოკლე თეზისების სახით დაიტანეს ინფორმაცია, თუ რატომ უნდა დავიცვათ გარემო და სკოლაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრეს.

„მოსწავლეები შეურთდნენ კამპანიას „დარგე ხე“ და  სკოლის ეზოში ხეები დარგეს. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება გარემოზე ზრუნვის აუცილებლობაზე და გარემოს მოფრთხილებაზე, რასაც წარმატებით მიაღწია მასწავლებელმა“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203