
მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბის წევრებმა, ფონდ „ტასოს“ დაფინანსებით, შეიძინეს 330 ლარის ღირებულების მარადმწვანე ხეები - 2ც ლურჯი კიპაროსი, 25ც მწვანე კიპაროსი და 5ც. პელინგორიუმის ბუჩქი.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა წინასწარ მოამზადეს ნიადაგი, გააკეთეს ორმოები, მორწყეს და სკოლის ტერიტორიაზე დარგეს. პედაგოგის თქმით, გამწვანების აქცია მომავალშიც გაგრძელდება. სკოლის მოსწავლეებს მცირეოდენი წვლილი შეაქვთ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ნიადაგის აღდგენა გაუმჯობესებაში.
აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს. პროექტი ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები