„დავრგოთ ხე“ - ყოროლისთავის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა გარემოსდაცვითი ღონისძიება ჩაატარეს
22-11-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ყოროლისთავის საჯარო სკოლაში ეკოკლუბ „ერთად გარემოსათვის“ წევრებმა გარემოსდაცვითი ღონისძიება - „დავრგოთ ხე“ ჩაატარეს.
მოსწავლეებმა სკოლის ეზოს ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი დაასუფთავეს, მოაწყვეს წიწვოვანი მცენარეების პატარა სანერგე, რომლითაც შემდეგ სკოლის ეზოსა და მის მიმდებარე ტერიტორიას გაამწვანებენ.
ნერგები კლუბს თავისი ბაღიდან კლუბის კურატორმა მასწავლებელმა გადასცა.